ფეხბურთი

13:57 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში ქალთა ჩემპიონატის მატჩი ჩხუბით დასრულდა (VIDEO)

თურქეთში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის მატჩი მასობრივი ჩხუბით დასრულდა. "იენი ბურდუსპორისა" და "ანტალია დემირსპორის" შეხვედრის ბოლო წუთებზე, როცა მასპინძლები 4:1 იგებდნენ, მოედანზე არეულობა დაიწყო და ჩხუბში მინდორზე მყოფი გოგონების გარდა, სათადარიგო მოთამაშეებიც ჩაერთნენ.

საბოლოოდ, მოჩხუბართა დაშოშმინება საქმეში პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სამართალდამცავებმა გუნდებს სტადიონის ტერიტორია დაატოვებინეს, რამდენიმე გოგონას კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109868