თამაშგარე

10:14 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლული ფერნანდესი ბოდიბილდინგმა გაიტაცა

პოპულარული არგენტინელი მოდელი, მსახიობი და უბრალოდ კარგი ადამიანი - ლული ფერნანდესი ამ ბოლო დროს ბოდიბილდინგმა გაიტაცა და როგორც სენიორიტა ლული ამბობს, არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც მის მკლავებზე და ტანზე კუნთები ხოშკაკალასავით დაიყრება.

ლული ფერნანდესი ირწმუნება, ამ ბოლო დროს მოდაში ძლიერი და სპორტული აღნაგობის ქალები არიან და ფერნანდესის ასული ისეთი ვინმეა, ცოცხალი თავით არ ჩამორჩება არც მოდას, არც სიახლეებს და არც ყველაფერ იმას, რაც ახალია და მავანთა თვალების ჭყეტვას გამოიწვევს.

ყველაფერი რასაკვირველია მაინც გემოვნების ამბავია და ალბათ ისეთი მამრნიც ბლომად არიან, რომელთაც დაკუნთული ქალების ცქერა უჩქროლებთ სისხლს, მაგრამ ეპატაჟური ფოტომოდელები თუკი კუნთებს ხაშლამასავით დაყრიან - ეს ნამდვილად რთული წარმოსდგენია. თუმცა ვინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123334