ფეხბურთი

13:20 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ევერტონმა" თოსუნი გაიფორმა

სტამბოლის “ბეშიქთაშის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჯენკ თოსუნი კარიერას ლივერპულის “ევერტონში” გააგრძელებს. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით “ბეშიქთაშმა” 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

ჯენკ თოსუნი “ბეშიქთაშში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში თურქმა შემტევმა “არწივების” ღირსება 91 მატჩში დაიცვა და 39 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132387