ფეხბურთი

13:46 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოყვარულთა თასი 2017-ის გამარჯვებული შაბათს გამოვლინდება

შაბათს, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, „მოყვარულთა თასი 2017-ის“ გათამაშების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები: ფოთის „ჭაბონამა“ და თბილისის „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან.

„მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. ფინალურ ეტაპზე კი რეგიონალური ლიგების გამარჯვებული გუნდები და თბილისის მერიის თასის ფინალისტები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულ გუნდს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები.

მატჩზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128293