კალათბურთი

20:45 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

100 ქულაზე ნაკლები, აპრილის შემდეგ პირველად

“გოლდენ სტეიტმა” შინ “მაიამი ჰიტი” 97:80 დაამარცხა. “მეომრები” 10 აპრილის შემდეგ პირველად ვერ ავიდენ 100-ქულიან ზღვარზე. მატჩის შემდეგ ოკლენდელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ მცირე კომენტარი გააკეთა.

“პლეი-ოფის სტილში მოვიგეთ, როცა არაფერია მარტივი და ყველაფერს ტაქტიკურად უნდა მიაღწიო. ასეთი გამარჯვებები ჩვენთვის კარგია, რადგან ასეთ დროს ჩვენი ხასიათი და სიბრძნე ჩანს” – განაცხადა კერიმ.

“გოლდენ სტეიტს” 100 ქულაზე ნაკლები ბოლოს, მიმდინარე წლის 10 აპრილს, “იუტასთან” 95:105 წაგებულ შეხვედრაში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110266