ფეხბურთი

3:25 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის სცენაზე ედინ ჯეკო მთავარ როლში და შეუჩერებელი ტრიო პარიზიდან (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური დასრულდა. ისტორიული ქულა მოიპოვა “ყარაბაღმა”, ლონდონში სპექტაკლი დაიდგა, ხოლო ფავორიტებმა მარტივად შეძლეს მორიგი გამარჯვებების მოპოვება.

A ჯგუფი

“მანჩესტერ იუნაიტედი” სრული სვლით – ჟოზე მოურინიოს გუნდმა ამჯერად ლისაბონიდან შეძლო 3 ქულის წამოღება. მეტად უფერული შეხვედრა იყო “და ლუჟზე”. ეს მეტწილად, მასპინძელთა ბრალია, რადგან “ბენფიკა” წლეულს ძალიან სუსტად თამაშობს და ახლაც, ინგლისელეთა კართან სახიფათო იერიში ერთხელაც ვერ მიიტანა. “მანჩესტერმა” კი ამით მაქსიმალურად ისარგებლა და ძალები დაზოგა. და მაინც, “წითელმა ეშმაკებმა” მაინც გაიმარჯვეს – ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა ჯარიმიდან გაიტანა. გოლი არ გავიდოდა, რომ პორტუგალიელთა 18 წლის მეკარე მილე სვილარი. თინეიჯერი ბელგიელი შეცდა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. სხვათა შორის, სვილარი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ოდესმე ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.

თუ “მანჩესტერი” უკვე პლეი-ოფშია (თითქმის) და “ბენფიკა” განწირულია, “ბაზელი” ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწვეს მეორე ადგილისკენ. ძალზე სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობს რაფაელ ვიკის გუნდი – შვეიცარიის ჩემპიონი მოსკოვში ჩავიდა და ცსკა ყველა კომპონენტში დაჩაგრა – 2:0. რუსებს რეალური საგოლე მომენტები არც შეუქმნიათ, მაშინ, როდესაც სტუმრები ადვილად ახერხებდნენ მომენტების შექმნას და გოლი ორჯერ გაიტანეს. მოკლედ, “ბაზელმა” მერვედფინალზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

“ბენფიკა” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:1 (0:0) VIDEO

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 57 684

“ბენფიკა” (4-3-3): სვილარი; დუგლასი, ლუიზაო, დიასი, გრიმალდო; პიცი (ჟივკოვიჩი 59), ფეისა, აუგუსტო; სალვიო (ჩერვი 83), ხიმენესი, გონსალვეში (ჟონასი 69)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, ლინდელოფი, სმოლინგი, ბლინდი; ერერა, მატიჩი; მატა (ლინგარდი 83), მხითარიანი (მაკტომინეი 90), რეშფორდი (მარსიალი 76); ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: 0:1 რეშფორდი (64)

გაფრთხილება: ლუიზაო (5, 90), გონსალვეში (54) – ვალენსია (41), ლინგარდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (0) – 9 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

ცსკა – “ბაზელი” 0:2 (0:1) VIDEO

მოსკოვი VEB არენა

მაყურებელი: 27 996

ცსკა (3-5-2): აკინფეევი; ვასინი, იგნაშევიჩი (ნათხო 46), ბერეზუცკი; მარიო ფერნანდესი, ვერნბლუმი, მილანოვი (კუჩაევი 70), შენიკოვი; ვიტინიო, ჟამალეტდინოვი (ჩალოვი 77)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; აკანჯი, სუხი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა, ზუფი, პეტრეტა; სტეფენი (ბუა 87), აჯეტი (ობერლინი 61), ელიუნუსი (ფრანსონი 90)

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

გოლები: 0:1 ჯაკა (29), 0:2 ობერლინი (90)

გაფრთხილება: ნათხო (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (0) – 9 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:8

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

B ჯგუფი

ამ ჯგუფში წილისყრისთანავე ყველაფერი ნათელი იყო: ორი აშკარა ფავორიტი და ორი აშკარა აუტსაიდერი. თამაშებიც ზუსტად ასეთი სცენარით მიმდინარეობს – პსჟ და “ბაიერნი” თავიანთ ოპონენტებს არანაირ შანსს არ უტოვებენ.

იუპ ჰაინკესის გუნდმა “სელტიკი” ძალიან დაჩაგრა. სამი გოლი გაიტანა და ერთი ამდენი უნდა გაეტანა. აქვე ვთქვათ, რომ ჰაინკესის მწვრთნელობით “რეკორდმაისტერმა” ორიდან ორი მატჩი მოიგო, რვა გოლი გაუშვა და არცერთი გაუშვია. ამაზე უკეთესი სტარტი ორი მატჩის შემდეგ “ბაიერნში” მხოლოდ უდო ლატეკს ჰქონია 1970 წელს (2 მატჩი, 2 მოგება, 10 გოლი და არცერთი გაშვებული). მოკლედ, მიუნხენური მანქანა შეიძლება ითქვას განახლდა და ახლა, მეტოქეები მას აშკარად უნდა უფრთხოდნენ...

“პარი სენ ჟერმენი” კი განაგრძობს შოუების დადგას. ამჯერად სცენა ბრიუსელში მოეწყო – უნაი ემერის გუნდმა 4 გოლი გაიტანა, ორ არ ჩაუთვალეს და აურაცხელი ოდენობის საგოლე მომენტებიც შეიქმნა. პსჟ-ს სამ თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი და კარი მშრალად აქვს შენახული. ისე როგორ იქნებოდა, რომ სუპერტრიოს მოედანი უგოლოდ დაეტოვებინა?! – კავანი, ნეიმარი და მბაპე თითო გოლით გამოირჩნენ. აქვე გეტყვით, რომ 18 წლის კლიან მბაპეს ანგარიშზე ლიგაზე უკვე 8 გატანილი გოლია. ასეთი შედეგიანობით ასეთ ასაკაში არავის უთამაშია. თავის მხრივ, კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა. ამაზე ხანგრძლივი სერია მიყოლებით მხოლოდ რუუდ ვან ნისტელორის (9 თამაში) და კრიშტიანუ რონალდუს (8 თამაში) ჰქონიათ.

“პარი სენ ჟერმენი” უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო “ბაიერნი” მეორეა – დიდი ალბათობით, ამ ჯგუფში ყველანაირი ინტრიგა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უკვე მკვდარია – სამი ტურის თავზე...

“ბაიერნი” – “სელტიკი” 3:0 (2:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრა იხი; კიმიხი (რაფინია 80), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; რუდი, ტიაგო ალკანტარა (ვიდალი 67); რობენი, მიულერი, კომანი(ხამესი 78); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; გამბოა, ლუსტიგი, ბოიატა, ტიერნი; ნტჩამი, ბრაუნი; რობერტსი (ფორესტი 78), არმსტრონგი (როგიჩი 65), სინკლერი; გრიფიტსი (დემბელე 65)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 მიულერი (17), 2:0 კიმიხი (29), 3:0 ჰუმელსი (51)

გაფრთხილება: რობერტსი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (12) – 6 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 12:3 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

“ანდერლეხტი” – “პარი სენ ჟერმენი” 0:4 (0:2) VIDEO

ბრიუსელი, “ვანდენ სტოკი”

მაყურებელი: 19 108

“ანდერლეხტი” (3-4-3): სელსი; დენდოკერი, მბოჯი, დეშახტი (ორბადოვიჩი 89); აპია, კუმსი (ჟოსუე 57), ტრებელი, ონიეკურუ; გერკენსი (ბრუნო 81), ტეოდორშიკი, ჰანი

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი (ლო სელსო 74), ტიაგო მოტა (დრაქსლერი 71), რაბიო; მბაპე, კავანი (დი მარია 74), ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 კავანი (44), 0:3 ნეიმარი (66), 0:4 დი მარია (88)

გაფრთხილება: ონიეკურუ (55), ტეოდორშიკი (71) – ტიაგო მოტა (51), მბაპე (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

C ჯგუფი

ეს დღეც დადგა – აზერბაიჯანმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი და ისტორიული ქულა მოიპოვა. ჯერ იყო, ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მერე სადებიუტო გოლი და ეს ყველაფერი ლოგიკურ ქულამდეც მივიდა. “ყარაბაღმა” შეძლო და საკუთარ მოედანზე თვით მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოახერხა კარის მშრალად შენახვა – 0:0. თუ აზერბაიჯანულმა გუნდმა ქულა მოიპოვა, “ატლეტიკომ” დაკარგა და ეს შესაძლოა, დიეგო სიმეონეს გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდეს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდა, მაგრამ “სტემფორდ ბრიჯზე” ნამდვილი სპექტაკლი დაიდგა – არაფერი აკლდა “ჩელსი” – “რომას” მატჩს: ულამაზესი გოლები, ფეხბურთელთა მაღალი საშემსრულებლო კლასი, დრამატიზმი...

დავიდ ლუიზის მოხდენილი შორეული გოლით “არისტოკრატები” მალევე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს ედენ აზარმა სხვაობა გაზარდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყდა. თუმცა, არა – იქვე, კოლაროვმა მარჯვენა ფლანგი გაარღვია და უძლიერესი დარტყმით შეარხია ტიბო კურტუას კარი – 2:1.

მეორე ტაიმში “რომამ” ინგლისის ჩემპიონი დაჩაგრა, ხოლო ედინ ჯეკო უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ბოსნიელმა თავიდან ფეხით, ერთი შეხებით ზღაპრული გოლი შეაგდო, ხოლო მერე კოლაროვის ფლანგურ პასს თავი საგოლედ შეაგება და “ჯალოროსი” დაწინაურდა – 2:3. ანტონიო კონტეს გუნდმა ორბურთიანი ფორ ა გაანიავა და მეტიც, მარცხის საშიშროების წინაშე დადგა. თუმცა, ჯეკოს დუბლს, დუბლითვე უპასუხა აზარმა – 3:3. ასე, დასრულდა ლონდონური შოუ. აქვე გეტყვით, რომ “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა: 2004 წელს “მონაკოსთან”, 2012 წელს “იუვენტუსთან” და ახლა, “რომასთან”.

“ჩელსი” 7 ქულით ლიდერია, “რომა” მეორე პოზიციას იკავებს (5 ქულა), ხოლო “ატლეტიკოს” აქტივში ჯერ მხოლოდ 2 ქულაა. “როხიბლანკო” სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, რომ პლეი-ოფში ვერ გავა. თუმცა, არც ის ივარგებს, რომ ესპანელები ნაადრევად ჩამოვწეროთ.

“ყარაბაღი” – “ატლეტიკო” 0:0 (0:0) VIDEO

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი

მაყურებელი: 47 923

“ყარაბაღი” (4-2-3-1): შეჰიჩი; მედვედევი, ჰუსეინოვი, სადიგოვი, აგოლი; ალმეიდა, გარაიევი; პედრო ენრიკე (გუერიე 69), მიჩელი (ელიუნუსი 85), მადატოვი (რჟენჩინიაკი 71); ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; გაიტანი (პარტეი 64), საულ ნიგეზი, გაბი, ფერეირა-კარასკო (კორეა 72); გამეირო (ტორესი 72), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: მიჩელი (53), ნდლოვუ (59, 75), გუსეინოვი (90)

გაძევება: ნდლოვუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 9 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

“ჩელსი” – “რომა” 3:3 (2:1) VIDEO

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 41 105

“ჩელსი” (3-5-2): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; ძაპაკოსტა (რუდიგერი 77), ფაბრეგასი, დავიდ ლუიზი (პედრო 57), ბაკაიოკო, ალონსო; აზარი (ვილიანი 80), მორატა

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, გონალსონსი, სტროტმანი (ფლორენცი 83); ჟერსონი (პელეგრინი 74), ჯეკო, პეროტი (ელ შაარავი 88)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (11), 2:0 აზარი (37), 2:1 კოლაროვი (40), 2:2 ჯეკო (64), 2:3 ჯეკო (70), 3:3 აზარი (75)

გაფრთხილება: ბაკაიოკო (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 13 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

D ჯგუფი

“ბარსელონა” შეუდარებელია – მორიგი სამი ქულა ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “ოლიმპიაკოსთან” მიითვალა. ჯარიმა შეაგდო ლეო მესიმ და ევროტურნირებზე საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა (97 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ევროპის სუპერთასზე). იქამდე, სანამ მესი იხირებდა, ნიკოლაუს საკუთარ კარი ჰქონდა დალაშრული. ისე, უცნაურია, მაგრამ “ბარსას” საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის შემდეგ, სწორედ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არიან ავტოგოლებით. “ბლაუგრანას” სასარგებლოდ უკვე 5 ავტოგოლი გავიდა. მესამე ბურთი ლუკას დინიემ ჩაიწერა აქტივში. ბოლოსკენ, ნიკოლაუმ მეტოქის კარის აიღო კუთხურს შემდეგ და ანგარიში დაასევლა. სხვათა შორის, “ბარსელონამ” მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, რადგან ჟერარ პიკე პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს (პირველი წითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგაზე).

ძალიან მძიმე იყო “იუვენტუსი”. თუმცა, მაინც მოიგო. მოიგო 84-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩის თავური გოლით – 2:1. “სპორტინგმა” “იუვეს” ბევრი პრობლემა ვერ შეუქმნა და ოდენ ერთხელ დაემუქრა რეალურად მეტოქის კარს და ისიც გოლად აქცია – მე-11 წუთზე ჟელსონ მარტინში ბუფონთან დარჩა პირისპირ. იტალიელმა ლეგენდამ აჯობა, მაგრამ ბედად მის მიერ მოგერიებული ბურთი ალექს სანდროს მოხვდა და გოლი გავიდა – 0:1. მერე, “იუვე” გამოფხიზლდა და შეუტია. რამდენიმე სახიფათო მოენტის შემდეგ, გაათანაბრა კიდეც: მირალემ პიანიჩმა ჯარიმა მოიპოვა და თავადვე დიდოსტატურად შეასრულა – 1:1. სხვათა შორის, ბოსნიელმა ლიგაზე მესამე ჯარიმა გაიტანა და 2009 წლის მერე ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ვილიანს ჩამორჩება. თითქოს გატანილ გოლს ტურინელთათვის ფრთები უნდა შეესხა და მეტი მონდომებით შეეტიათ მეტოქისთვის. “იუვეს” ხომ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა... თუმცა, მეტად უფერული და მძიმე იყო იტალიის ჩემპიონის ფეხბურთი და მეორე ტაიმში ნახევრად მომენტიც კი არ შეუქმნია. ეგ იყო, რომ მოედანზე წამების შესულმა დუგლას კოშტამ ფლანგიდან კარგად ჩააწოდა და მანჯუკიჩმა თავურით ჩვეულ სტილში ითამაშა – 2:1.

“იუვენტუსმა” მძიმე სამი ქულა მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო “სპორტინგს” ისევ სამი ქულა დარჩა. ლიდერი რა თქმა უნდა, “ბარსელონაა” უდანაკარგოდ.

“ბარსელონა” – “ოლიმპიაკოსი” 3:1 (1:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 55 026

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, დინიე; პაულინიო, ბუსკეტსი (ანდრე გომეში 80), ინიესტა (რაკიტიჩი 67); მესი, სუარესი, დეულოფეუ (მასკერანო 46)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): პროტო; ელაბდელაუი, ნიკოლაუ, კურტისი; ჟილე (ჯურჯევიჩი 55), რომაო, ჟდიელარი; კარსელა-გონსალესი (პედრო 65), ოჯიჯა (ფორტუნისი 72), ანდუცოსი

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

გოლები: 1:0 ნიკოლაუ (18, ა.გ), 2:0 მესი (61), 3:0 დინიე (64), 3:1 ნიკოლაუ (90)

გაფრთხილება: პიკე (11, 42) – რომაო (31), ნიკოლაუ (60), ელაბდალუი (90)

გაძევება: პიკე (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 2 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“იუვენტუსი” – “სპორტინგი” 2:1 (1:1) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 36 288

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; სტურარო (დუგლას კოშტა 84), ბენატია (ბარძალი 46), კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა (მატუიდი 62); კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, კოატეში, მატიე, კოენტრაუ (სილვა 77); უილიამ კარვალიო, ბატალია (დუმბია 87); ჟელსონი (პალინია 76), ბრუნო ფერნანდესი, აკუნია; დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (12, ა.გ), 1:1 პიანიჩი (29), 2:1 მანჯუკიჩი (84)

გაფრთხილება: სტურარო (68), კიელინი (83) - კოატეში (25), ბრუნო ფერნანდეში (37)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 13:0 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.172701