ფეხბურთი

10:55 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი MLS-ში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. MLS-ის მორიგ ტურში ვაკოს "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "ვანკუვერს" სტუმრად დაუპირისპირდა და 77-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა ქართველი შემტევის გოლით ქულის მოპოვება შეძლო - 1:1.

ყაზაიშვილმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო, მისმა გოლმა კი "სან ხოსეს" პლეი ოფში თამაშის შანსი შეუნარჩუნა. დასავლეთ კონფერენციაში "სან ხოსე" 43 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

ვაკომ მიმდინარე სეზონში MLS-ის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 5 გოლი ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106321