ფეხბურთი

22:31 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახი" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, "ვერდერი" - ღრმა კრიზისში

გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურის შემდეგ ერთ დროს ძლიერი “ვერდერი” ისევ მოუგებლად თამაშობს. ეს ლოგიკურიცაა – კარგა ხანია “ბრემენელი მუსიკოსები” კრიზისულ პერიოდს განიცდინა და ბოლო წლებია ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – არგავარდნა.

ახლაც ასეა – “ვერდერი” ცუდი გუნდია და ცუდად თამაშობს. “ვეზერშტადიონს” “გლადბახი” ეწვია და მარტივად მოაგვარა ყველაფერი: ლარს შტიდნლმა და ვესტერგაარდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს თამაშის ბედი – 0:2. “გლადბახი” ამ სამი ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა – “ჰოფენჰაიმთან” ჩამორჩენა სულ რაღაც ქულაა. “ვერდერი” კი ბოლოსწინა პოზიციაზეა მყარად.

ვერ ვარგობს “ლევერკუზენიც” – “ფარმაცევტებს” ჩავარდნა გასული სეზონიდან მოყოლებული დაეწყოთ და წელსაც ვერ მოდიან გონს. “ბაიერი” ერთობ უფერული და არასტაბილურია. ახლაც, “ვოლფსბურგთან” თითქოს მოსაგები თამაში ჰქონდა, ორჯერ იგებდა კიდეც, მაგრამ “მგლებმა” სახლში ქულა მაინც წაიღეს. სტუმართაგან ერთი გოლი ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ, ხოლო მეორე იაკუბ ბლაშიკოვსკიმ შეაგდეს. თავის მხრივ, მასპინძელთა შორის თავი ლარს ბენდერმა გამოიჩინა (533 დღის შემდეგ), ხოლო ლუკას ალარიომ სადებიუტო გოლი შეაგდო ახალი გუნდის მაისურით. დაფიქსირებული შედეგით ვერცერთი გუნდი ვერ იქნება კმაყოფილი, რადგან მათთვის შეუფერებელ პოზიციებს ამაგრებენ...

“ლევერკუზენი” – “ვოლფსბურგი” 2:2 (1:1)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 29 104

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; რეცოსი, ტაჰი, ბენდერი, ვენდელი; კორი (ჰავერტცი 74), ბენდერი (ბაუმგარტლინგერი 70); ბაილი, ვოლანდი, ბრანდტი (პიანპალო 84); ალარიო

მწვრთნელი: ჰეიკო ჰერლიხი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ვერჰაეგი, ტისერანდი, უდოკაი, გერჰარდტი; გილავოჯი (დიდავი 65), კამაჩო; ბლაშიკოვსკი (დიმატა 71), არნოლდი, მალი; ორიჯი (ოსიმენი 84)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 1:0 ბენდერი (29), 1:1 ორიჯი (44), 2:1 ალარიო (61), 2:2 ბლაშიკოვსკი (69)

გაფრთხილება: კორი (38), ბენდერი (41) – უდოკაი (78), არნოლდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 11 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პატრიკ იტრიხი

“ვერდერი” – “გლადბახი” 0:2 (0:2)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (3-5-2): პავლენკა; ველიკოვიჩი (ჰაიროვიჩი 46), სანე, მოისანდერი; ბაუერი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე (კაინცი 46), დელანი, ოგუსტინსონი (ეგეშტეინი 80); ბარტლესი, ბელფოდილი

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი; აზარი (გრიფო 89), კრამერი, ზაქარია, ჯონსონი (ტრაორე 74); შტინდლი, რაფაელი (კუსანსი 83)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 შტინდლი (27), 0:2 ვესტერგაარდი (34)

გაფრთხილება: ჰაიროვიჩი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 16 (8) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკუს შმიდტი

თეგებიბუნდესლიგა
0.20244