ფეხბურთი

23:35 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნში” ტომას ტუხელის მისვლა ისევ შესაძლებელია

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა “ბაიერნი”, შესაძლოა, 2018 წლის ზაფხულში ჩაიბაროს. ამის შესახებ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

“ტუხელი? – ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ დავნიშნეთ იუპ ჰაინკესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ტუხელის მოსვლა გამორიცხულია”, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესმა “ბაიერნი” ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თუმცა დროებით, 2018 წლის ივნისამდე. ტომას ტუხელის გარდა, გერმანიის ჩემპიონის მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის კანდიდატურაც განიხილება.

0.109185