ფეხბურთი

0:05 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პარადოქსი: არცერთი წუთი მოედანზე და ორი გაფრთხილება

თითქოს ამ ისტორიაში საინტერესო არაფერი უნდა იყოს, რადგან 7 ტურში ორი ყვითელი ბარათის მიღება, მართლაც არაა გამოსარჩევი ამბავი. თუნდაც, საქმე მეკარეს ეხებოდეს. მაგრამ, ბრემენის “ვერდერის” სათადარიგო კიპერმა, მიხაელ ზეტერერმა ორი გაფრთხილების მიღება ისე მოახერხა, რომ მოედანზე ერთი წუთით არ გასულა.

ორივე შემთხვევაში 22 წლის მეკარე სათადარიგო სკამზე ყოფნის დროს გააფრთხილეს. საინტერესოა, თუ კიდევ ერთხელ მიიღებს ყვითელ ბარათს, დისკვალიფიკაციას ისე გამოკრავს ხელს, რომ ნათამაშებიც არ ექნება.

სხვათა შორის, მიხაელ ზეტერერი “ვერდერის” პირველ გუნდში 2015 წელს მოხვდა, მაგრამ იქედან მოყოლებული ბუნდესლიგაში დებიუტს დღემდე ელოდება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120642