ფეხბურთი

18:15 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენმა ანჩელოტიზე დამცინავად ისაუბრა  

ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ ლოველმა არიენ რობენის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა Kicker-თან საუბარში თქვა.

“ჩემს შვილს აკადემიის გუნდში უფრო კარგი ვარჯიშები აქვს, ვიდრე ანჩელოტის ჰქონდა “ბაიერნში”.

რობენთან ინტერვიუს ცნობილი გერმანული გამოცემა ხვალ დაბეჭდავს. ჟურნალისტი წერს, რომ Kicker-ი ასევე დაწერს სხვა საინტერესო ინფორმაციასაც: თურმე ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან ჩიოდნენ, ანჩელოტი საქმეს ცუდად უდგებაო.

0.113999