ფეხბურთი

18:30 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" და კაგავას მიღწევები

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში "აუგსბურგი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და მეექვსე მატჩი მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის პიტერ ბოშს, რომელმაც გერმანული გუნდი მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაიბარა. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა "აიაქსი" ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

"აუგსბურგთან" მოგებულ მატჩში ერთი გოლი სინძი კაგავამ გაიტანა, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში იაპონელთა შორის ბომბარდირი 38 გოლით გახდა. კაგავამ სინძი ოკაზაკის შედეგი (37) გააუმჯობესა, რომელიც "ლესტერში" გადასვლამდე "შტუტგარტსა" და "მაინცში" ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109462