ფეხბურთი

14:33 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტის” საწვრთნელ ბაზაზე ჭურვი აღმოაჩინეს

გერმანული საფეხბურთო კლუბის “შტუტგარტის” საწვრთნელ ბაზაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ჭურვი აღმოაჩინეს. როგორც გერმანული გამოცემები იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი მოედნის საფარის შეცვლის დროს მუშებმა იპოვეს და გამნაღვმელები გამოიძახეს, რომელთაც ჭურვი გააუვნებელყვეს.

კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს იყო მექანიკურ დეტონატორიანი ჭურვი, რომლის წონა 50 კილოგრამს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, “შტუტგარტის” საშინაო სტადიონის “მერსედეს ბენც არენას” რეკონსტრუქციის დროს, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე 34 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

თეგებიშტუტგარტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11725