ფეხბურთი

13:49 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მარსელოც ლაზარეთში გაუშვა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა მარსელომ “ბეტისთან” წაგებულ მატჩში (0:1) ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრაზილიელი იძულებული გახდა მოედანი 72-ე წუთზე დაეტოვებინა.

რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში აღდგენას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.

“სამეფო კლუბს” ლაზარეთში, მარსელოს გარდა, 20 წლის ცენტრალური მცველი ხესუს ვალეხო, ასევე მცველი ტეო ერნანდესი, ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი და თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გრანდს 5 ტურის შემდგომ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105949