ფეხბურთი

2:15 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაწინაურდნენ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შემდეგ ორი უდანაკარგო გუნდი შემორჩა: “ნაპოლი” და “იუვენტუსი”. ჯერჯერობით, სკუდეტოს მთავარი ფავორიტები მეტოქეების ძლეას ახერხებენ.

მეხუთე ტურში ეს გაცილებით ადვილად “ნაპოლიმ” გააკეთა – არადა, მაურიციო სარის გუნდს რთული შეხვედრა ჰქონდა ერთი შეხედვით და დასაწყისიც კარგს არაფერს უქადდა. რომის “ლაციომ” სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და ტურის ცენტრალურ მატჩშიც დაწინაურება შეძლო. ჩირო იმმობილეს ჩინებულ თამაშს სტეფან დე ვრეის გოლი მოჰყვა და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს. აი, მეორე 45 წუთში კი, სიმონე ინძაგის გუნდმა სრული კატასტროფა განიცადა და ნეაპოლელებმა დიდებული თამაში აჩვენეს. ყველაფრის გასარკვევად 5 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა: კალიდუ კულიბალიმ, ხოსე კალეხონმა და დრის მერტენსმა “აძურის” სამი ქულა მოუტანეს. ცალკე გამოსარჩევია ბელგიელის ბრწყინვალე გოლი, რომელმაც მეკარეს მახვილი კუთხიდან გადაავლო ბურთი თავზე. წერტილი მსაჯის კომპესირებულ დროში ჟორჟინიომ დასვა. “ნაპოლი” უდანაკარგოდ და შედეგიანად თამაშობს. თავად განსაჯეთ, 5 ტურში 19 გოლი გაიტანა...

სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ “ნაპოლისგან” განსხვავებით, მეტად უფერული თამაში აჩვენა ტურინის “იუვენტუსმა”. “ბებერი ქალბატონის” ლიდერი პაულო დიბალა ჩაკარგული გახლდათ და არც სხვებს მოუწყვეტიათ ციდან ვარსკვლავები. ერთი ეგაა, “იუვემ” “ფიორენტინას” კლასის ხარჯზე და მარიო მანჯუკიჩის კინკილა გოლით მაინც მოუგო. აქვე აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებს მთელი თამაშის განმავლობაში ტურინელთა კარის ჩარჩოში არ დაურტყამთ და “იუვეს” ბოლოს ასეთი რამ ერთი წლის წინ, “კალიარისთან” შეხვედრაში მოეხერხებინა.

მოიგო “რომამ” – “ჯალოროსიმ” დებიუტანტი “ბენევენტო გაანადგურა 4:0. დუბლით გამოირჩა ედინ ჯეკო, როიც მასპინძლებმა საკუთარ კარში გაიტანეს. დედაქალაქური კლუბი “ინტერთან” მეორე ტურში განცდილ მარცხს თუ არ ჩავთვლით, ჩინებულად გამოიყურება სეზონის სტარტზე.

იიგივე გვეთქმის “მილანზეც” – ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ამჯერზე ადვილი სამი ქულა “სპალთან” მატჩში ირგუნეს. “როსონერიმ” ორი გოლი გაიტანა და ორივე პენალტით. ჯერ რიკარდო როდრიგესმა დაარტყა ზუსტად, მერე ფრანკ კესიმ.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია “ტორინოს” მორიგი გამარჯვება. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ჯერაც დაუმარცხებელია და ლოგიკურია, რომ ლიდერთა შორის იმყოფება. ტურინელებმა უდინეში, ადგილობრივი გუნდი დატოვეს მშრალად და ტურინულ დერბს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

ბერგამოს “ატალანტამ” “კროტონე” გააცამტვერა (5:1), ხოლო “სასუოლომ” ალესანდრო მატრის გოლით მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გოლი არ გასულა “ვერონასა” და “სამპდორიას” მატჩში, ხოლო “ჯენოამ” და “კიევომ” გოლები გაცვალეს და ქულებიც გაიყვეს.

“ბენევენტო” – “რომა” 0:4 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 ჯეკო (22), 0:2 ლუჩიონი (35, ა.გ), 0:3 ჯეკო (52), 0:4 ვენუტი (74, ა.გ)

“მილანი” – “სპალი” 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 როდრიგესი (26, პენ), 2:0 კესი (61, პენ)

“კალიარი” – “სასუოლო” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მატრი (60, პენ)

“ჯენოა” – “კიევო” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაქსალტი (62), 1:1 ჰეტემაი (73)

“ვერონა” – “სამპდორია” 0:0 (0:0)

“იუვენტუსი” – “ფიორენტინა” 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (52)

“ლაციო” – “ნაპოლი” 1:4 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 დე ვრეი (30), 1:1 კულიბალი (54), 1:2 კალეხონი (56), 1:3 მერტენსი (59), 1:4 ჟორჟინიო (90, პენ)

“უდინეზე” – “ტორინო” 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბელოტი (9), 0:2 ჰალფრედსონი (30, ა.გ), 1:2 დე პაული (48, პენ), 1:3 ლიაიჩი (67), 2:3 ლასანია (75)

“ატალანტა” – “კროტონე” 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 პეტანია (5), 2:0 კალდარა (25), 3:0 ილიჩიჩი (38), 4:0 გომესი (63), 4:1 ტუმინელო (70), 5:1 გომესი (74, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.407965