ფეხბურთი

21:49 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” 17 წლის მეკარის დამატება უნდა

“მანჩესტერ სიტი” ახალგაზრდა თურქი მეკარის, ბერქე ოზერის დამატებას გეგმავს. თურქული “ალტინორდუს” პრეზიდენტის თქმით, 17 წლის მოთამაშე “ქალაქელებში” გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს თანახმად, ბერქეს მიმართ ინტერესს იტალიური, გერმანული და ესპანური კლუბებიც იჩენენ, თუმცა მეჰმედ ოზქანის განცხადებით, მათ ჯერჯერობით ვერ დაასახელებს.

“მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებმა ბერქე ოზერი 2016 წელს შენიშნეს და მას მერე რამდენჯერმე დაესწრნენ მის თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125728