თამაშგარე

15:23 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გალოთებულ უეინ რუნის ცოლი არ ურიგდება

საფეხბურთო კარიერის მიწურულს, ვეტერანი ინგლისელი მეგოლე, უეინ რუნი ნამეტნავად უჟმური და მსმელი კაცი გახდა, რომლის ატანაც, როგორც ჩანს, ძალიან რთულია და უეინის ლოთობის შემხედვარე მისმა ცოლმა, ყოფილმა მოდელმა კოლინ ქრივმა რუნისთან თანაცხოვრებას წერტილი დაუსვა.

ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, როდესაც სამ შვილთან ერთად სახლში დაბრუნებულ კოლინს გალეწილი მთვრალი დაუხვდა უეინი, რომელმაც ცოლს მისალმების ნაცვლად ცხრასართულიანი გინება შეაგება. კოლინ ქრივს ბევრი აღარ უფიქრია, დასტაცა შვილებს ხელი და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად.

ეს ყველაფერი ცოლთან ჩხუბით არ დასრულებულა. გალეწილმა მთვრალმა ფეხბურთელმა ლივერპულის ქუჩებში ავტომანქანით ინავარდა, რაც პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ის ღამე რუნიმ პოლიციაში გაატარა. ახლა სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და რუნის მთელი ეს ოცობოდია 100 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომად და 2 წლით მართვის მოწმობის ჩარმორთვმევად დაუჯდა. უეინის კლუბმაც - “ევრეტონმაც“ გამოიდო თავი და მობურთალი 300 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

როგორც უეინის მეგობრები იძახიან, ახლა ინგლისელი მობურთალი ძალიან ნანობს საკუთარ საზარელ საქციელს და ცოლთან შერიგებაც სურს, მაგრამ ჯერ ისედაც კაპარჩხანა კოლინ ქრივი ასე ადვილი შემოსარიგებელი რომ არაა - ეს ამთავითვე ცხადია. არადა, ცოლის და სამი შვილის განშორება კარიერის მიწურულს როგორი მწარე იქნება ხომ წარმოგიდგენიათ...

0.120048