ფეხბურთი

13:42 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში 19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა

18 სექტემბერს 19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ქართველმა გოგონებმა გახსნეს, 39-ე წუთზე ბერძნებს ირინა ხაბურძანიამ გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხეს. 89-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დესპოინა ჩაძინიკოლაუმ შეასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფში მოპოვებული 7 ქულით პირველი ადგილი პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა დაიკავა. მეორეზე კი, 5 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა. ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ელიტ-რაუნდში განაგრძობს.

საქართველო ქ
U19 - საბერძნეთი ქ U19 1:1

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო ქ U19: გაბუნია, ჯანიკაშვილი, ჩხარტიშვილი, მინაძე, კენჭოშვილი, შონია, დიმოპულუ, ხაბურძანია, ეპიტაშვილი (69’ ნარსია), კალანდაძე, ნაკვეთაური

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ანთაძე, ჭუჭულაშვილი, ფერაძე, გუჯაბიძე, ხანდაზიანი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

საბერძნეთი ქ U19: ხარძიხარისტო, პატერნა, კატირციდუ, ცაკირი, პალამა, პულიუ, პაპაიოანუ (73’ გულა), გეორგანძი (83’ კაპნისი), ჩაძინიკოლაუ, დრაკონაკი, საჩინიდუ (55’ გაციუ)

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, კალდი, კალესი, სომადი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

მსაჯები: ანა აგიარი (პორტუგალია), ვანესა ალექსანდრა დიასი (პორტუგალია), სინა დიკმანი (გერმანია), ანგელიკა სოდერი (გერმანია)

გაფრთხილება: 20’ ხაბურძანია, 72’ ნარსია

გოლი: 1:0 ხაბურძანია (39), 1:1 ჩაზინიკოლაუ (პენ) (89)


პოლონეთი ქ U19 - რუსეთი ქ U19 2:2

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

პოლონეთი ქ U19: პიატეკი, სტასიაკი, ტურკიევიჩი, ზბირადი (68’ კოვალჩიკი), მილეკი, ზავისტოვსკა, ოლსჟევსკა, ვოსი, იედლინსკა (46’ ოსინსკა), პარცჟევსკა, რატაიჩეკი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, კუციევიჩი, დრაგუნოვიჩი, კარცჟევსკა, სირანტი, გასიენიეცი, ზაიაცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

რუსეთი ქ U19: სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ნიკიტინა, შკოდა (69’ ერმოლაევა), კუზმინა, კუროპატკინა, დუბოვა, შეინა (56’ რუზინა), ორგანოვა, ჩერკასოვა, მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: ტ. დრონოვა, ფედოტოვა, შესტერნევა, ა. დრონოვა, მანუილოვა, მიაგკოვა, ვანკოვა

მსაჯები: ტანია ფერნანდეს მორაისი (ლუქსემბურგი), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთიხლება: 44’ პიატეკი, 48’ პარცჟევსკა, 60’ დუბოვა, 70’ ოსინსკა, 90+8’ ბესპალიკოვა

გოლები: 1:0 რატაიჩეკი (11), 1:1 კუზმინა (პენ) (45), 2:1 ზავისტოვსკა (49), 2:2 ნიკიტინა (85)

gff.ge

0.118701