ფეხბურთი

2:15 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ესპანიოლის” პირველი გამარჯვება

ლა ლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი “კორნელია ელ პრატზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” “სელტას” დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მალევე მე-10 წუთზე გახსნეს: ხერარდ მორენომ ყველაფერი კარგად გააკეთა და საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით სერხიო ალვარესი უშანსოდ დატოვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბურთის მიღების მომენტში “თუთიყუშების” ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. კატალონიელებმა 15 წუთში უპირატესობა გაზარდეს: მასპინძელთა კონტრშეტევა პაბლო პიატიმ იდეალურად დააბოლოვა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში გალისიელებმა გაიბრძოლეს და 69-ე წუთზე სისტომ ანგარიში შეამცირა, თუმცა ხუან კარლოს უნსუეს შეგირდებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და “ესპანიოლმა” მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა – 2:1.

ესპანიოლი – სელტა 2:1 (2:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-3-3): პაუ, დავიდ ლოპესი, ჰერმოსო, კარისოლი, ვ.სანჩესი, დარდერი (დიოპი 82), ფუეგო (როკა 75), ხურადო, პიატი (ს.გარსია 62), ბაპტიშტაო, მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ხონი, მალიო (ჰიულსაგერი 82), ლობოტკა, ხოზაბედი (პ.ერნანდესი 59), ვასი, სისტო (მორი 72), ასპასი, მ.გონსალესი.
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე

გოლები: 1:0 ხ.მორენო (10), 2:0 პიატი (24), 2:1 სისტო (69)
გაფრთხილებები: ფუეგო – ასპასი, მალიო, მ.გომესი, კაბრალი
მსაჯი: ხავიერ ალბეროლა ხორასი

თეგებილა ლიგა
0.158375