კალათბურთი

10:00 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკოიშვილი "რეჯანაში" წარადგინეს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ახლა უკვე ოფიციალურად იტალიის სერია A-ს ბინადარ “რეჯანას” წევრია. 30 წლის მოთამაშემ იტალიურ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი მედიის წინაშეც წარადგინეს.

“ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ლიდერობა და აქვს უნიკალური თვისებები. მანუჩარს თვეების განმავლობაში ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ითამაშა და დაამტკიცა, რომ პრობლემა წარსულში დარჩა”, - განაცხადა იტალიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა ალესანდრო ფროზინიმ.

“ორი წლის წინ ტკივილით ვთამაშობდი, შემდეგ კი მუხლზე ოპერაცია გავიკეთე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, დავისვენე და დიდი სურვილი მაქვს, რომ დაკარგული ავინაზღაურო.

ვესაუბრე დევის კანარდის (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი - ავტ), რომელსაც ჩემი აყვანა სურდა. მეც ისეთ გუნდში მინდოდა გადასვლა, სადაც სათამაშო დრო მექნებოდა და ვიქნებოდი მოწინავე პოზიციაზე. გავიცანი თანაგუნდელები და ვიცი მათი სურვილები.

იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდი. ცალსახაა, რომ ეს ნაკლებად სახიფათო ქვეყანაა, ვიდრე თურქეთი. კარგ გუნდში მოვხვდი და იმედია, ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ვითამაშებთ. მთავარ მწვრთნელს უნდა ვესაუბრო, რომ გავიგო, რა სურს ჩემგან. ვცდილობ, თანაგუნდელებთან კონტაქტში სწრაფად შევიდე და ახალგაზრდებს ზრდაში ხელი შევუწყო”, - აღნიშნა წარდგენისას მარკოიშვილმა.

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი 30 სექტემბერს იწყება. მარკოიშვილის "რეჯანა" კი, პირველი ტურის მატჩს 2 ოქტომბერს, სტუმრად "აველინოსთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102145