ფეხბურთი

1:20 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” მოხვდა, რომელმაც შაბათს საკუთარ მოედანზე “მაინცი” გაანადგურა (4:0).

მეოთხე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: მარვინ ჰიტცი (“აუგსბურგი”);
მცველები: ბენჟამინ პავარდი (“შტუტგარტი”), სოკრატის პაპასტატოპულოსი (“დორტმუნდი”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ჩარლეს არანგიზი (“ლევერკუზენი”), სანტიაგო ასკასიბარი (“შტუტგარტი”), ტომას მიულერი, არიენ რობენი (ორივე “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: მაქსიმილიან ფილიპი (“დორტმუნდი”), კევინ ვოლანდი (“ლევერკუზენი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112664