კალათბურთი

0:40 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვატო ნაცვლიშვილი: "გუნდი იდეალურ ფორმაში არ იმყოფება"

საკალათბურთო კლუბ “დინამოს” პრეზიდენტმა, ვატო ნაცვლიშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შანსები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე WORLDSPORT.GE-სთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ფავორიტები არ არიან, თუმცა ბურთი მრგვალია და დანარჩენი იღბალზე და სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

"ევრობასკეტიდან გამომდინარე ძალიან ცოტა დრო გვქნდა. რამდენიმე წამყვანი კალათბურთელები ნაკრებთან ერთად იყო, ასევე მწვრთნელთა შტაბიდან 2 სპეციალისტი და ფაქტიურად მაშინ შემოგვიერთდნენ, როდესაც ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ამის შემდგომ ერთი შეკრება გავიარეთ თურქეთში და ამ პერიოდმა ძალიან მალე განვლო და გუნდი იდიალურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა რაც ვართ, ეს ვართ.

რამდენიმე დღის წინ ცინცაძე და ცქიტიშვილი დაგვემატა, თუმცა გიორგის ევრობასკეტიდან მოყოლებული ტრავმა აქვს და ის ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.

შანსებს რაც შეეხება - ეს კალათბურთია და ბურთი მრგვალია, დანარჩენი კი იღბალზე და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ფავორიტი “დინამო” ნამდვილად არ არის”, - გვითხრა ვატო ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამოსა” და “ხუვენტუტუს” მატჩი 19 სექტემბერს, სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124439