კალათბურთი

0:10 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხოშტარია:"ევროპული დონის მეტოქე გვყავს"

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე, რომელსაც თბილისელები ესპანური “ხუვენტუტის” წინააღმდეგ ჩაატარებენ, WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა და შანსები შეაფასა. ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც გუნდში მრავლად დაგროვდა.

“მომზადების მხრივ პრობლემები გვაქვს, მიზეზი ის გახლავთ, რომ მე და რამდენიმე მოთამაშე ვიყავით ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან და ამიტომ გვიან შევუერთდით გუნდს. სულ რაღაც 10 დღეა დავიწყეთ ვარჯიში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ 10 დღის განმავლობაში, თუმცა იმას ვერ გააკეთებ, რასაც ერთ თვეში გავაკეთებდით. ამიტომაც ვფიქობ, რომ ხვალინდელ მატჩში ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იქნება. შეუთამაშებლობა, ტრავმიანობა. ლევან ფაცაცია ხვალ გადაწყდება დაეხმარება თუ არა გუნდს. ნაწილობრივი პრობლემები აქვს კაელ ტურპინს, ცინცაძეც არ იქნება, რადგან ნაკრებში მიღებული ტრავმის მერე რეაბილიტაციას გადის.

მოწინააღმდეგე გუნდი ყველაზე ძლიერია მათ შორის, ვინც შეიძლებოდა შეგვხვედროდა კენჭისყრით. მოწინააღმდეგეს შეძლებისდაგვარად კარგად ვიცნობთ, რაც მოვახერხეთ. ევროპული დონის ძალიან ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა უპირატესობა მათ ექნებათ, გამომდინარე ჩვენი პრობლემებისა. მთავარია ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა როგორ გამოგვივა 10 დღიანი ვარჯიშის ფონზე ეს არის პრობლემა”, გვითხრა ირაკლი ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 19 სექტემბერს, 19:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ გულშემატკივრებისთვის თამაშზე დასწრება თავისუფალი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128337