ფეხბურთი

1:01 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" კარვახალს გაუხანგრძლივა

მადრიდის “რეალმა” და დანი კარვახალმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი მცველი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

კარვახალი “რეალმა” 2013 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ გუნდი განუყოფელი ნაწილია. დანიმ “ბლანკოსის” რიგებში დღემდე 167 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ კარვახალამდე “რეალმა” კონტრაქტი მარსელოსთან და ისკოსთან” გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113859