ფეხბურთი

16:14 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნის განაჩენი გამოუტანეს

“ევერტონის” თავდამსხმელს უეინ რუნის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რომლის თანახმადაც, 31 წლის ინგლისელ მოთამაშეს 100 საათით საზოგადოებრივი შრომა დაუწესეს და 2 წლით ჩამოერთვა ავტომობილის მართვის უფლება.

როგორც ცნობილი გახდა, რუნი კლუბმაც დააჯარიმა - 300 ათასი გირვანქა სტერლინგით.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს უეინ რუნი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს და ფეხბურთელმა მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. ის მხოლოდ გირაოს გადახდის შემდგომ გამოუშვეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რუნის ალკოჰოლის დასაშვებ რაოდენობაზე 2-ჯერ მეტი ჰქონდა მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114523