ფეხბურთი

12:49 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” საუკეთესო სტარტი ბოლო 10 წელიწადში

იტალიური “მილანის” ზაფხულის ტრანსფერებმა შედეგი გამოიღო და 10 წლის შემდგომ “როსონერიმ” სეზონის პირველ ოთხ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

“მილანმა” გუშინ “უდინეზეს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ ეტაპზე “შავ-წითლებს” აქტივში 9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.

ეს კი საუკეთესო სტარტია 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც “მილანმა” საწყის ოთხ ტურში 3 მოგებითა და 1 ფრით 10 ქულა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107989