ჩოგბურთი

11:52 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასის ფინალში საფრანგეთი ბელგიას შეხვდება

დევისის თასის ფინალში საფრანგეთი და ბელგია გავიდნენ. ნახევარფინალში ბელგიამ ავსტრალია 3:2 დაამარცხა. ფრანგებმა კი ჯოკოვიჩის გარეშე მოასპარეზე სერბეთის ნაკრებს აჯობეს - 3:1.

2:2-ზე გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელმა ჩოგბურთელმა სტივ დარსისმა ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი მარტივად 6:4, 7:5, 6:2 დაამარცხა.

დევისის თასის ფინალში ბელგიას მოგებული არ აქვს, თუმცა აქამდე ფინალში ორჯერ გავიდა (1905, 2015). საფრანგეთი კი დევისის თასის 9-გზის ჩემპიონია (1927, 1928, 1929, 1930, 1931, 1932, 1991, 1996, 2001)

საფრანგეთის და ბელგიის ფინალური შეხვედრა 24-26 ნოემბერს საფრანგეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112617