თამაშგარე

11:30 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკას გული სლოვენიისათვის ძგერს

სლოვენიელი ტოპ-მოდელის, დომინიკა სიჯარტოოვას სახელი ევროპული კალათბურთის ქომაგებმა სულ ცოტა ხნის წინ, ანუ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც ქალბატონი დომინიკა მილანიდან (ამჟამად ეს ასული სწორედ მილანში მოსახლეობს) სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების საქომაგოდ სტამბოლში გაემგზავრა.

სლოვენიაში სპორტის ეს დიდებული სახეობა რომ პოპულარულია - ეს ყველამ ვიცით და როგორც დომინიკა ამბობს, იყო დრო, როდესაც თავადაც ოცნებობდა დიდი კალათბურთის თამაშზე, თუმცა პოპულარობა მაინც თავისმა უზადო სხეულმა მოუტანა და რაღაა იგი პოდიუმი, სადაც სიჯარტოოვას ქალი გუთანივით არ გადი-გამოდის...

გასვლა-გამოსვლაზე გაგვახსენდა, დომენიკა სიჯარტოოვა არასოდეს გამოირჩეოდა მამაკაცმრავლობით და მიუხედავად იმისა, რომ თავზე მამრობითი სქესიის ჯეელები მუდმივად ეხვეოდნენ, მისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მეტად თავშეკავებული ქალი ყოფილა. მოკლედ, ოჯახში თამამად შეიშვება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160898