ფეხბურთი

0:54 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” გოლაობა დერბიში

“საბურთალომ” 4:1 მოუგო ლიდერ “დინამოს”. მოულოდნელი ანგარიშია, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ კახა კაჭარავას გუნდი საკმაოდ დასუსტდა. ჯერ მარტო გიორგი ჩაკვეტაძის გამოკლება რად ღირს?! ამას გამოყენება სჭირდებოდა და გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა კარგად გამოიყენეს კიდეც. ყოჩაღ, “საბურთალოს”, გუნდი აშკარად პროგრესირებს.

ორი გოლი გაიტანა ექს-დინამოელმა დავით ვოლკოვმა. ჯერ შორიდან დაარტყა და ნუკრი რევიშვილი შეცდა; ეს მე-4 წუთზე მოხდა და სხვათა შორის, ვოლკოვმა მეორე ტაიმის მე-4 წუთზეც გაიტანა, როცა ლაშა შინდაგორიძის ჩაწოდებას გამოეხმაურა თავურით.

ესეც ვოლკოვის დუბლი, დანარჩენი ორი გოლი კი ვლადიმერ მამუჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა მიითვალეს. მამუჩაშვილმა შორიდან გამოზომილი დარტყმით, ხოლო ბოლო ბურთი ხარაიშვილმა ცაციით შეაგდო საჯარიმოს მისადგომებიდან. ოთხიდან სამი გოლი საჯარიმოს გარედან – წაუვიდათ დარტყმები საბურთალოელებს.

დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა ბაქარ ქარდავას კარგი გარღვევისა და პასის შემდეგ. ეს პირველ ტაიმში, რითაც ანგარიში გათანაბრდა. მას მერე მხოლოდ სტუმრებს გაჰქონდათ.

არადა, ამ მატჩამდე “დინამო” და “საბურთალო” ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხუთჯერ “დინამომ” მოიგო, ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ ბურთების საერთო შეფარდებაც შთამბეჭდავი იყო: 16:0. ასე რომ, ჭიაბრიშვილის გუნდმა ცუდ ტრადიციას წერტილი დაუსვა.

ეროვნული ლიგა. 26-ე ტური

თბილისი. დინამო არენა

დინამო (თბილისი) – საბურთალო (თბილისი) 1:4 (1:2)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ნინუა, ქარდავა (ქოჩლაძე 61), ზარია (ქავტარაძე 76), შულაია, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (მალი 81), თედორე გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე (მუეცი 70), ვოლკოვი (ტერა 75), შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 ვოლკოვი (4), 1:1 თოთაძე (27), მამუჩაშვილი (37), 1:3 ვოლკოვი (50), 1:4 ხარაიშვილი (71)

გაფრთხილება: ლილუაშვილი – თარხნიშვილი, ლაკვეხელიანი

მსაჯი: ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195457