ფეხბურთი

17:12 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო: “ვაღიარებ “ბარსელონაში” გადასვლა მინდოდა”

“ლივერპულის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ აღიარა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს მას კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლა სურდა.

“ეს იყო საინტერესო წინადადება მეთამაშა საინტერესო ფეხბურთელებთან და ამ წინადადებამ მომხიბლა. ყველამ კარგად იცის, რომ მე დაინტერესებული ვიყავი “ბარსაში” გადასვლით, ისევე, როგორც ჩემი ოჯახი.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ “წითლებში თამაში ყოველთვის დიდი პატივია, და მე ამ კლუბში ვრჩები, რომ გავაკეთო ყოველთვის ის, რაც გუნდს დაეხმარება.

მიუხედავად ჩემი სურვილისა კატალონიაში გადასვლისა, გასულ თვეს “ლივერპულისგან” დარჩენის თაობაზე შემოთავაზება მივიღე და ჩემთვის ეს პატივია. მთლიანად კონცენტრირებული ვარ, რომ კარგი სეზონი ჩავატარო”, - თქვა კოუტინიომ.

შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს აქტიურად ცდილობდა ბრაზილიელი ნახევარმცველის დამატებას, თუმცა კლუბმა მას გადასვლის უფლება არ მისცა. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წლის მოთამაშემ პრემიერლიგის მე-5 ტურში “წითლების” შემადგენლობაში 78 წუთი ითამაშა, თუმცა გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11159