ფეხბურთი

3:20 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” ახალ სტადიონზე მოგებით დაიწყო

მადრიდის “ატლეტიკოში” ახალი ეპოქა დაიწყო. “როხიბლანკომ” გუშინ ახალი, ულამაზესი სტადიონი “ვანდა მეტროპოლიტანო” ჩაიბარა და ამიერიდან მათი ახალი სახლი იქნება. მადრიდელებმა ახალ არენაზე პირველი მატჩი “მალაგას” წინააღმდეგ ჩაატარეს და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს.

“ატლეტიკოს” მცირე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მომენტები ორივე გუნდს შეექმნა და იან ობლაკის კარგი თამაში რომ არა, პირველ გოლს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ბორხა ბასტონი გაიტანდა. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა: მარჯვენა ფლანგზე ანხელ კორეამ იყოჩაღა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და გადაცემა საჯარიმოში მყოფ ანტუან გრიზმანს გაუკეთა, რომელმაც უნაკლო დარტყმით შეაგდო და პირველი ფეხბურთელი გამოდგა, რომელმაც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გოლი გაიტანა – 1:0.

კვლავ უდანარგოდ ასპარეზობს “ბარსელონა”. კატალონიური გრანდი მადრიდის გარეუბანში “ხეტაფეს” ეწვია და პირველი ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო, თუმცა კლასის ხარჯზე 3 ქულის აღება მაინც მოახერხა. “ბლაუგრანამ” პირველი ნახევარი ძალიან სუსტად ჩაატარა და ერთადერთი სახიფათო მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შექმნა – ლიონელ მესის შესანიშნავად შესრულებულ ჯარიმას ვისენტე გუაიტა გაუმკლავდა. ამ დროისთვის კი ანგარიში უკვე გახსნილი იყო, 41-ე წუთზე მასპინძელთა იაპონელმა ლეგიონერმა შიბასაკიმ ულამაზესი დარტყმით ტერ შტეგენის კარი აიღო და ტაიმი 1:0 დასრულდა. სტუმრებისთვის საწყისი 45 წუთი იმ მხრივაც ცუდი გამოდგა, რომ 29-ე წუთზე დემბელე დაშავდა, რომელიც დეულოფეუმ შეცვალა.

“ბარსელონას” განსაკუთრებულად მეორე ნახევარშიც არ უთამაშია, თუმცა დაგეგმილი გამარჯვება მაინც მოიპოვა და ეს შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების დამსახურებაა. 62-ე წუთზე დენის სუარესმა მშვენიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 84-ე წუთზე პაულინიომ ორი მეტოქე ჩამოიშორა, უძლიერესი დარტყმით ვისენტე გუაიტას შანსი არ დაუტოვა და “ბლაუგრანას” მაისურით პირველი, თანაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 1:2.

ვალენსიური დერბი შედგა “სიუდად დე ვალენსიაზე”, სადაც ადგილობრივი “ლევანტე” “ვალენსიას” დაუხვდა და 2 ქულა აართვა. სტუმრები 31-ე წუთზე როდრიგო მორენომ თავური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ ათ წუთში ბარდიმ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში “ღამურები” მოსაგებად თამაშობდნენ, თუმცა საკმაოდ ერთფეროვნად უტევდნენ და მასპინძლებს ამ იერიშების მოგერიება არ უჭირდათ. ასე რომ, ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა.

“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” “დეპორტივო” მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა. მასპინძლებს 36 წლის ვეტერანმა ხოაკინ სანჩესმა მოაგებინა. ვეტერანმა მოთამაშემ ანგარიში მე-14 წუთზე თავური დარტყმით გახსნა, რასაც ათიოდე წუთში ფედერიკო კარტაბიამ შორეული გასროლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ხოაკინმა დუბლი 76-ე წუთზე გაიფორმა: ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს გუარდადომ დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და გამოცდილმა მოთამაშემ პანტილიმონს შანსი არ დაუტოვა – 2:1.

ლევანტე – ვალენსია 1:1 (1:1)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, ჩემა, პოსტიგო, ტონიო, პ.ლოპესი, ლემა (რობერი 46), კამპანია (დაკური 82), ჟასონი, ივი, ბარდი, ალეგრია (სამუელი 59).
მწვრთნელი: ხუან მუნიოსი

ვალენსია (4-4-2): ნეტო, გარაი, მურილიო, გაია, მონტოია, კონდოგბია, პარეხო, სოლერი, ა.პერეირა (გუედეში 61), მინა (ძაძა 73), როდრიგო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 როდრიგო (31), 1:1 ბარდი (41)
გაფრთხილებები: პოსტიგო, ბარდი – პარეხო
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ხეტაფე – ბარსელონა 1:2 (1:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, დაკონამი, არტუნეში, დამიან სუარესი, არამბარი (პორტილიო 85), ბერგარა, შიბასაკი (გერერო 54), დედჰიუ (მორა71), ფაჟრი, Mოლინა.
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა (დენის სუარესი 46), რაკიტიჩი (პაულინიო 77), დემბელე (დეულოფეუ 29), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 შიბასაკი (39), 1:1 დენის სუარესი (62), 1:2 პაულინიო (84)
გაფრთხილებები: კალა, დამიან სუარესი – პიკე, ალბა, ლ.სუარესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ბეტისი – დეპორტივო 2:1 (1:1)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-3-3): ადანი, ფედალი, მანდი, დურმისი, ბარაგანი, ნარვეზი (კამარასა 51), ხ.გარსია, გუარდადო, ხოაკინი (ბუდებუზი 82), ტელო (სანაბრია 73), ს.ლეონი.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

დეპორტივო (4-2-3-1): პანტილიმონი, შარი, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბორგესი, გილერმე (ვალვერდე 54), კარტაბია (ლ.პერესი 77), ბაკალი (ლუისინიო 70), ადრიანი, ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0, 2:1 ხოაკინი (14; 76), 1:1 კარტაბია (23)
გაფრთხილებები: დურმისი, ადანი – გილერმე, ფ.ნავარო, ლუისინიო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ატლეტიკო – მალაგა 1:0 (0:0)

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ლუკასი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტეიე (კარასკო 46), გაბი, საული, კოკე, ა.კორეა (ფ.ტორესი 66), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სომეონე

მალაგა (4-4-1-1): რ.ხიმენესი, დ.გონსალესი, ლ.ერნანდესი, როსალესი, რიკა, რესიო, როლონი (კეკო 70), ჩ.კასტრო (ხუანპი 64), მულა (როლანი 85), ადრიანი, ბასტონი.
მწვრთნელი: მიჩელი

გოლი: გრიზმანი (61)
გაფრთხილებები: კარასკო, ხუანფრანი – კეკო, რესიო
მსაჯი: მარტინეს სანჩესი



თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207331