ფეხბურთი

1:01 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

100%-იანი "ინტერი"

იტალიის სერია A-ს სათავეში მილანის “ინტერი” ჩაუდგა. ყოველშემთხვევაში, იქამდე ნამდვილად ლიდერი იქნება, სანამ მეოთხე ტურის მატჩებს “იუვენტუსი” და “ნაპოლი” ჩაატარებენ.

ლუჩანო სპალეტის გუნდი სეზონის სტარტს მართლაც დიდებულ ფორმაში შეხვდა და “ნერაძურის” ტიფოზებში იმედიც დაბრუნდა. სხვათა შორის, “ინტერნაციონალეს” შანსებს სპეციალისტებიც ძვირად აფასებენ და სკუდეტოს მაძიებლად მოიხსენიებენ. “ინტერმა” მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო და “ინტერი” წელს ამბიციური გუნდი უნდა იყოს. ლომბარიდელებს მეოთხე სამი ქულა ისე ადვილად არ მოუპოვებიათ, როგორც წინა ქულები, მაგრამ მთავარი შედეგია, რომელიც მათ სასარგებლოდ აენთო ტაბლოზე. არადა, “კროტონე” უპირატესობას ფლობდა და სიმართლე რომ ითქვას, წაგებას არც იმსახურებდა. თუმცა, სამირ ჰანდანოვიჩი გადაულახავი ზღვარი აღმოჩნდა – სლოვენიელმა ერთი-მეორეზე რთული ბურთები მოიგერია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. გოლები კი, გვიან გავიდა. მილან შკრინიარმა 82-ე წუთზე საგოლედ მოიქნია ფეხი და ალექს კორდაზი არც განძრეულა – 0:1. საკონტროლო გასროლა კალაბრიელთა კარში ივან პერიშიჩის ანგარიშზეა და “ინტერი” 100%-იანია – ოთხიდან ოთხი!

ლუჩანო სპალეტის ამჟამინდელი გუნდის გამარჯვებას ასეთივე პასუხი გასცა სპალეტის ყოფილმა გუნდმა – “რომას” უპირატესობა “ვერონასთან” ძალიან დიდი იყო და ანგარიშიც სრულად ასახავდა იმას, რაც “სტადიო ოლიმპიკოზე” ხდებოდა. ედინ ჯეკოსა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს შორის როგორც ჩანს, ურთიერთობა დალაგდა. ბოსნიელმა მთავარი მწვრთნელი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გააკრიტიკა, ხოლო ეუსებიომ შეგირდს საქციელი არ მოუწონა. მოიუხედავად ამისა, ჯეკომ მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. იქამდე, ანგარიში რაჯა ნაინგოლანს ჰქონდა ანგარიში გახსნილი. “ვერონაზე” კი რა უნდა ითქვას? – ფაბიო პეკია გათავისუფლების პირველი კანდიდატია, რადგან “ჰელასის” მდგომარეობა სტარტზე კატასტროფულია: 4 თამაშში 1 ქულა და ბოლოსწინა ადგილი.

ფლორენციაში, “ფიორენტინამ” “ბოლონია” დაამარცხა და ცუდი სტარტის მერე მიჯრით მეორე თამაში მოიგო. ულამაზესი გოლით გამოირჩა ფედერიკო კიეზა, ენრიკო კიეზას ვაჟი, რომელზეც იტალიაში დიდ იმედს ამყარებენ. მერე როდრიგო პალასიომ გაათანაბრა, მაგრამ ბოლოსკენ ხერმან პეცელას თავურმა დარტყმამ “იებს” სამი ქულა მოუტანა.

“კროტონე” – “ინტერი” 0:2 (0:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 13 422

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, აჯეტი (კაბრერა 66), ჩეკერინი (ტუმინელო 85), მარტელა; როდენი (ფარაონი 72), ბარბერისი, მანდრაგორა, სტოიანი; ტონევი, ბუდიმირი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (რანოკია 85), შკრინიარი, მირანდა, დალბერტი (ნაგატომო 64); გალიარდინი (ვესინო 56), ბორხა ვალერო; კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 შკრინიარი (82), 0:2 პერიშიჩი (90)

გაფრთხილება: კორდაზი (83) – მირანდა (40), კანდრევა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 37%-43% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ფიორენტინა” – “ბოლონია” 2:1 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 23 802

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; გასპარი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ვერეტუ, ბადელი; კიეზა, ბენასი, ტერო; სიმეონე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, ჰელანდერი, მაზინა (მბაიე 76); ტაიდერი, პოლი (პეტკოვიჩი 73), პულგარი; ვერდი, პალასიო, დი ფრანჩესკო (ოკვონკვო 80)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 კიეზა (51), 1:1 პალასიო (52), 2:1 პეცელა (69)

გაფრთხილება: ბადელი (16) – პალასიო (9), დი ფრანჩესკო (28), ჰელანდერი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“რომა” – “ვერონა” 3:0 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი (მორენო 79), ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი, დე როსი, ნაინგოლანი (შიკი 75); უნდერი (ჟერსონი 75), ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; კასერესი, ფერარი, ჰერტო, სუპრაიენი; რომულო, ძუკულინი (ფოსატი 75), ბუჩელი (ვერდე 59); ვალოტი, კინი (პაცინი 64), ბესა

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (22), 2:0 ჯეკო (33), 3:0 ჯეკო (61)

გაფრთხილება: დე როსი (73) - სუპრაიენი (45, 66), ვალოტი (53)

გაძევება: სუპრაიენი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (11) – 6 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: ლუკა პაირეტო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.621628