ძიუდო

23:14 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოები ევროტატამიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი 4 მედლით ჩაამთავრა. ტატო გრიგალაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს, დღეს ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ვერცხლი მიამატა, ხოლო ამირან წიქორიძემ და გელა ზაალიშვილმა (ორივე +100 კგ) - ბრინჯაოები.

19 წლის ლუკა მაისურაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: მოლდოველი ვიქტორ სტერპუ, რუსი ტურპალ ტეპკაევი, უკრაინელი ალექსანდრ ჩერკაი და გერმანელი იანუშ ჰანფილდი. უმაღლეს ტიტულამდე კი გერმანიის ნაკრების წევრ ტიმ გრამკოვის ძლევა დააკლდა.

ქართველმა მძიმეწონოსნებმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგეს.

ამირან წიქორიძემ ევროპირველობა ბულგარელი ვესელინ ივანოვის ძლევით გახსნა. შემდეგ სლოვენიელ ენეჟ მარინიჩს აჯობა. ძირითად ბადეში გამოსვლა მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ ინალ ტასოევთან წაგებით დაასრულა. ბრინჯაოს გზაზე კი წიქორიძემ ლიტველ იგნას მეჩაჟუსსა და უკრაინელ ლეონიდ გასიუკს მოუგო.

გელა ზაალიშვილი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ბრიტანელი ვესლი გრინიჯი ჩამოიშორა. რეპეშაჟში ავსტრიელ შტეფან ჰეგისთან დამარცხების შემდეგ გადაერთო და ჯერ უნგრელ რიჩარდ ვაჩულიკს სძლია, ხოლო შემდეგ ჰოლანდიელ ჯურ სპიკერს.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ნიკა სიდამონიძე (90 კგ) და სალომე მჭედლიშვილიც (63 კგ) ჩაებნენ, მაგრამ მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. სიდამონიძე უკრაინელ მიკიტა მატლაშევსკისთან დამარცხდა, ხოლო მჭედლიშვილი – ხორვატ ლარა კლიბასთან.

1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ნაკრებმა (10 ვაჟი, 4 გოგონა) არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 41 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-12 ადგილი დაიკავა. ევროპირველობა ხვალ, გუნდური ჩემპიონატით დასრულდება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

მარიბორი

15-16 სექტემბერი

ვაჟები

55 კგ

1 მურთაზ შერიევი (რუსეთი)

2 რაშხან ბახიშალიევი (აზერბაიჯანი)

3 ვლად ლუნკანი (რუმინეთი)

3 ტეო რაულ ჰებრარდი (საფრანგეთი)

5 ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო)

7 ვანო ნინიაშვილი (საქართველო)

60 კგ

1 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

2 ხორ ვერსტრატენი (ბელგია)

3 რამაზან აბდულაევი (რუსეთი)

3 ნაუფალ ეზ ზარადი (ბელგია)

66 კგ

1 დენისლავ ივანოვი (ბულგარეთი)

2 გაბრიელ სული (იტალია)

3 მიხელ ადამი (გერმანია)

3 ოლეგ ოვჩარენკო (უკრაინა)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 მურად ფატიევი (აზერბაიჯანი)

3 ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)

3 დავიდ გამოსოვი (რუსეთი)

81 კგ

1 ტიმ გრამკოვი (გერმანია)

2 ლუკა მაისურაძე (საქართველო)

3 კრისტიან პარლატი (იტალია)

3 იესპერ სმინკი (ჰოლანდია)

90 კგ

1 აურელიან დისი (საფრანგეთი)

2 მიკიტა მატლაშევსკი (უკრაინა)

3 ჯამალ პეტგრავი (ბრიტანეთი)

3 გრიგორ სააკიანი (სომხეთი)

100 კგ

1 ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი)

2 არმან ადამიანი (რუსეთი)

3 დანიელ მუკეტე (ბელარუსი)

3 დანიელ ცორნი (გერმანია)

+ 100 კგ

1 ინალ ტასოევი (რუსეთი)

2 შტეფან ჰეგი (ავსტრია)

3 ამირან წიქორიძე (საქართველო)

3 გელა ზაალიშვილი (საქართველო)

გოგონები

44 კგ

1 ჯასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუიზ პეტი (ბელგია)

3 კრისტინა ბულგაკოვა (რუსეთი)

3 მიჰაელა ჩისი (რუმინეთი)

48 კგ

1 ამბერ გერჟესი (ჰოლანდია)

2 ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი)

3 გულთაჟ მამადალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანე მოზდიე (საფრანგეთი)

52 კგ

1 ირემ კორკმაზი (თურქეთი)

2 ბეტინა ტემელკოვა (ისრაელი)

3 ნაზაკატ აზიზოვა (აზერბაიჯანი)

3 გეფენ პრიმო (ისრაელი)

57 კგ

1 ლარისა ვან კრეველი (ჰოლანდია)

2 ასელია ტოპრაკი (ბრიტანეთი)

3 სარა ლეონე კისიქი (საფრანგეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

63 კგ

1 სანე ვერმერი (ჰოლანდია)

2 გილი შარირი (ისრაელი)

3 ემილია კანერვა (ფინეთი)

3 დენა პოლი (გერმანია)

70 კგ

1 მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი)

2 მიხაელა პოლერესი (ავსტრია)

3 ალის ბელანდი (იტალია)

3 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

78 კგ

1 კლარა აპოტეკარი (სლოვენია)

2 მარინა ბუკრეევა (რუსეთი)

3 ჩლო დოლინი (საფრანგეთი)

3 ლეა გებიცი (ხორვატია)

+78 კგ

1 რომენ დიკო (საფრანგეთი)

2 ანა გუშჩინა (რუსეთი)

3 კუბრანურ ესირი (თურქეთი)

3 მერსედეს სზიგეტვარი (უნგრეთი)

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 რუსეთი 3 3 3 2 2

2 აზერბაიჯანი 3 2 2 2 2

3 საფრანგეთი 3 0 4 2 3

4 ჰოლანდია 3 0 1 3 0

5 გერმანია 1 0 3 3 0

6 თურქეთი 1 0 1 1 0

7 ბულგარეთი 1 0 0 0 0

7 სლოვენია 1 0 0 0 0

9 ბელგია 0 2 1 1 0

9 ისრაელი 0 2 1 1 0

11 ავსტრია 0 2 0 0 2

12 საქართველო 0 1 3 1 1

13 იტალია 0 1 2 2 3

14 უკრაინა 0 1 1 2 4

15 ბრიტანეთი 0 1 1 2 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112778