ფეხბურთი

18:18 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: გოლი კორეაში, ბოლო წუთზე

სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში გოლი გაიტანა ლევან შენგელიამ. 22 წლის შემტევი “ტეჯონ სიტიზენში” თამაშობს და ლიდერ “გიონამთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თანაც, 90-ე წუთზე გაიტანა ეს გადამწყვეტი ბურთი. ლევანი სასტარტოში არ იყო, 42-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.

საინტერესოა, რომ შენგელიას გუნდი აგებდა და თანაც, პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა. და მეორე ნახევარში “ტეჯონ სიტიზენმა” ორი უპასუხო გოლი გაუტანა რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ ლიდერს.

შენგელიას გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა. 20 მატჩი, 5 გოლი – ასეთია ქართველის სტატისტიკა ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129127