ფეხბურთი

17:16 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილის მე-15 გოლი

ტალინის “ფლორამ” ესტონეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში “პაიდეს”სტუმრად 2:1 სძლია. ერთი გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა, რომელმაც 45-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჭირო დროს, როგორც იტყვიან, გასახდელში გაატანა გოლი მასპინძლებს.

ეს ბეგლარიშვილის მე-15 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. მისი “ფლორა” 6-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, ჩემპიონატის დასრულებამდეც 6 ტურია დარჩენილი. ასე რომ, მიზნის მიღწევამდე არცთუ შორია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113254