ფეხბურთი

15:19 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ცნობები ლევან მჭედლიძის ტრავმაზე

საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის ტრავმის ირგვლივ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. იტალიური მედიის ცნობით, 27 წლის ფორვარდი სამშაბათიდან სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება, სადაც პროფესონ რამონ კუგატის კონტროლით მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და საშიში არაფერი აღმოჩნდა.

მჭედლიძე სამშაბათს ემპოლიში დაბრუნდება - კუგატისა და "ემპოლის" სამედიცინო პერსონალის ხელმღვანელ პაოლო მანეტის ინტსრუქციით სარეაბილიტაციო კურსის გავლას შეუდგება.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე გასული სეზონის ბოლოს, კერძოდ, აპრილში, "მილანთან" მატჩში დაშავდა და იქედან მოყოლებული არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114293