სხვა

14:17 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და კანადის ერთობლივი ექსპედიცია მყინვარწვერზე გაემგზავრა

„საქართველო-კანადისა და ასევე საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბის", საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, 16 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის ალპურ ზონაში მდებარე მყინვარზე "მყინვარწვერი" 11-კაციანი ექსპედიცია გაემზავრა.

„მყინვარწვერზე" გამგზავრების წინ, ექსპედიციის ორგანიზატორებმა - საქართველო-ამერიკის და საქართველო-კანადის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელმა ილია ზუკაკიშვილმა, ქართულ-კანადური მეგობრობის ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ივანიშვილმა და მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გივი ქართველშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ოფიციალური პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას ,მოწვეულ სტუმრებთად ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

ექსპედიციის გამგზავრება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ექსპედიციის ფარგლებში, მთამსვლელები მყინვარწვერზე ქართულ-კანადური მეგობრობის საიუბილეო ბანერს და ასევე საქართველოსა და კანადის დროშებს აღმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ექსპედიაციაში ჩართულნი არიან კანადელი სპორტსმენები, რომლებმაც „მყინვარწვერზე" გამგზვარებამდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებთან ერთად ერთობლივ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, დაგეგმილია „მყინვარწვერის" დალაშქვრის ამსახველი ფოტოგამოფენისა მოწყობა და ასევე დოკუმენტური ფილმის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 31 აგვისტოდან 28 ნოემბრამდე, ხორციელდება პროექტი - "ჩანახატები ქართულ-კანადური მეგობრობის ისტორიიდან", რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, ასევე გამოფენებითა და შეხვედრებით.

საქართველოსა და კანადის მეგობრობის 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები

1. საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო წვეულება.

2. ქართულ კანადური დიპლომატიური ურთიერთობის და მეგობრობის ამსახველი ხელნაკეთი მინიატურული წიგნის პრეზენტაცია.

3. ქართულ კანდური მეგობრობის ფარგლებში მოეწყობა კანადელი ფოტოგრაფის მაიკლ ჰარპერის ფოტო გამოფენა "ქართულ კანადური ჩანახატები"

4. ინგლისურენოვანი გაზეთი "მესინჯერი", მოამზადებს სპეციალურ ინტერვიუს კადაში, მონრეალის მერთან, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს.

5. ქართულ კანადური მეგობრობის ფარგლებში, ვგეგმავთ განვახორციელოთ 11 კაციანი ექსპედიციაა ყაზბეგის რაიონის ალპურ ზონაში მდებარე მყინვარზე "მყინვარწვერი" სადაც ავიტანთ ქართულ კანადური მეგობრობის საიუბილეო ბანერს და ავღმართავთ ქართულ კანადურ დროშებს. ექსპედიცია მიეძღვნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს.

6. ქართულ კანადური მეგობრობის ფარგლებში, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართება ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და კანადელი კინომატოგრაფების დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია ქართულ-კანადურ ურთიერთობებზე.

7. ქართული ღვინის კომპანია "თელავის ღვინის მარანი" ჩამოსხავს სპეციალურ ქართულ-კანადური მეგობრობისა ღვინოს, რომლის ეტიკეტზეც განთავსდება, საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტექსტი.

8. ქ.თბილისის ერთ ერთ სკვერში სიმბოლურად დაირგვება, ქართულ-კანადური მეგობრობის სახელობის ხის ნერგი

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113893