ფეხბურთი

12:07 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "ოდესაში დაბრუნება შესანიშნავი იქნება"

დონეცკის “შახტარის” ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ თავისი ყოფილი კლუბის, “ჩერნომორეცის” შესახებ ისაუბრა. დონბასელები სწორედ ოდესელებს ხვდებიან უკრაინის პრემიელიგის მორიგ ტურში.

“შესანიშნავი იქნება “ჩერნომორეცის” სტადიონზე დაბრუნება და თამაში. შევხვდები ქომაგებს, რომელთაც პატივს ვცემ. ასევე, ფეხბურთელებს. იმედია, კვირას ტრიბუნებზე დიდებული ატმოსფერო იქნება. რატომ დაიწყო “ჩერნომორეცმა” სეზონი ცუდად? უნდა გვახსოვდეს, რომ ოდესელებმა ბევრი ფეხბურთელი დაკარგეს და ახალი გუნდის შენება არაა ადვილი”, - აღნიშნა ხოჭოლავამ “შახტარის” ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა “შახტარს” სწორედ “ჩერნომორეციდან” შეუერთდა. თუმცა, “მეშახტეთა” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118057