ფეხბურთი

23:55 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” კარისოს გაუხანგრძლივა

“სევილიამ” პორტუგალიელ ცენტრალურ მცველს დანიელ კარისოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ცნობისთვის, კარისო “დალაქების” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ამ დროის განმალობაში სევილიური კლუბის მაისური 98-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა მოთამაშემ "სევილიას" რიგებში ევროპა ლიგის მოგება 3-ჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113311