ფეხბურთი

20:15 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის ფეხბურთელი კონსტანტინ ბუდესკუ გახდა

ევროპალიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ “სტიაუას” ფორვარდი კონსტანტინ ბუდესკუ გამოცხადდა. რუმინელმა ფეხბურთელმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 46% დააგროვა.

მეორე ადგილზე “ზენიტის” რუსი თავდამსხმელი ალექსანდრ კოკორინი გავიდა, რომელსაც ხმების 23% ერგო, სამეულში ახალგაზრდა პორტუგალიელი თავდამსხმელი ანდრე სილვაც შევიდა ხმების 19%-ით.

აქვე გთავაზობთ დანარჩენირჩეულების სიასაც:

4. სამან გოდუსი (“ესტერსუნდი”) - 7%

5. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) - 3%

6. ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”) - 1%

7. დიეგო ლიორენტე (“რეალ სოსიედადი”)- 1%

0.114257