ფეხბურთი

18:52 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი - ჩემპიონთა ლიგის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი დასახელდა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 51% დააგროვა.

მეორე ადგილზე “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც ხმების 20% ერგო, სამეულში 12%-ით კრიშტიანუ რონალდუც შევიდა.

აქვე გთავაზობთ გულშემატკივართა სხვა რჩეულების სიას:

4. ხამეს როდრიგესი (ბაიერნი) - 7%

5. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) - 4%

6. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) - 3%

7. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 2%

8. ტაისონი (შახტარი) - 1%

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11726