ფეხბურთი

23:35 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე სილვა: “იმ გუნდის ნაწილი ვარ, სადაც მიზნისთვის იბრძვიან”

იტალიურმა “მილანმა” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “აუსტრიას” 5:1 სძლია დაპორტუგალიელმა თავდამსხმელმა ანდრე სილვამ ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა, რომელმაც მატჩისშემდგომ კომენტარში თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, ვინც 3 გოლის გატანაში დიდი როლი ითამაშეს. ჩვენ შესანიშნავი მატჩი გვქონდა. მოხარული ვარ, რომ ბიჭებს კარგად შევეწყვე. იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელშიც მიზნისთვის იბრძვიან.

მე და კალინიჩს ერთმანეთის კარგად გვესმის. დავიწყებ თუ არა სასტარტოში იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ”, - განაცხადა სილვამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115759