ფეხბურთი

0:20 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბატინიმ თვალი რაბიოს დაადგა

იტალიური “ინტერის” სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის სურს, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიან რაბიო დაიმატოს, რომლითაც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე “რომა” ინტერესდებოდა, თუმცა, ფრანგის გადაბირება ვერ შეძლო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, საბატინიმ გადაწყვიტა, 22 წლის მოთამაშე დაიმატოს, თუმცა, თავად ფეხბურთელი მისი ახლანდელი კლუბით კმაყოფილია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა შუახაზელით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდება. რაბიოს პარიზულ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაბიომ 5 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102666