ფეხბურთი

15:52 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარე, მარიამ კომლაძე მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იმერეთი - ჩიხურა
ტორპედო - დინამო თბ

ნახევარფინალური შეხვედრები 1 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები კი, ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115472