ფეხბურთი

16:58 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და “რეალი” 19 წლის ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ფრანგული “მარსელის” 19 წლის ნახევარმცველისთვის, მაქსიმ ლოპესისთვის იბრძოლებენ და შესაძლოა,ფეხბურთელმა კარიერა ესპანეთის ერთ-ერთ გრანდში გააგრძელოს.

ესპანური გაზეთ Sport-ის ინფორმაციით, ორივე კლუბი განიხილავს ლოპესის შეძენის შესაძლებლობას და ხელშეკრულების პირობებზე მსჯელობს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ “მარსელის” შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061948