ფეხბურთი

20:12 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “იბრა ოქროა და ველოდებით მის საუკეთესო მდგომარეობაში დაბრუნებას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის, თუმცა აღნიშნავს, რომ მოვლენების დაჩქარება არაა საჭირო.

“ჩვენ გვჭირდება ოქრო იბრას სახით და ველოდებით მას. ზლატანს აქვს მოთმინების უნარი. ვიცი გამოჯანმრთელების სურვილი რა დიდიც არის მისი მხრიდან. ყველაფერი მშვიდად და ეტაპობრივად უნდა წავიდეს უკეთესობისკენ. ჩვენ მხოლოდ მისი დაბრუნება არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ის საუკეთესო მდგომარეობაში იყოს”, - უთხრა შუნ-ს მოურინიომ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ტრავმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის მატჩში მიიღო “ანდერლეხტის” წინააღმდეგ.

0.127015