ფეხბურთი

18:46 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” 20-კაციანი განაცხადი “ბურსასფორთან” მატჩების წინ 

“საბურთალოს” უეფას ახალგაზრდულ ლიგაში თურქულ “ბურსასფორთან" მატჩები ელის. შეგახსენებთ, 1999 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში, მაგრამ ყველა გუნდს აქვს უფლება, 1998 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელი ჰყავდეს სამატჩო განაცხადში.

პირველი მატჩი თურქეთში, 27 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, საპასუხო კი – 18 ოქტომბერს, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე.

დავინტერესდით, თუ როგორი იქნება “საბურთალოს” განაცხადი ამ მატჩებისთვის. რევაზ გოცირიძეს, ჯერჯერობით, 20 ფეხბურთელი ჰყავს განაცხადში და სავარაუდოდ, სიას რამდენიმე მოთამაშე დაემატება, თუმცა ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია.

თორნიკე მეგრელიშვილი, გოგა ნასყიდაშვილი; ნიკოლოზ მალი, ცოტნე კაპანაძე, თომა ხუბაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ანდრია ფურცელაძე, გიორგი ჯინჯოლავა, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი; ბერდია ბასილაძე, ცოტნე ჩოთალიშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, რეზი სალუქვაძე, ვახტანგ კოპლატაძე, გიორგი ივანიაძე, ზურაბ მათოზაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გიორგი გულიაშვილი, ნიკა ტოკლიკიშვილი.

გოცირიძე თურქეთში გახლდათ და “ბურსასფორის” 19-წლამდელთა გუნდის თამაშს დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118756