ფეხბურთი

16:39 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: “ციდან დედამიწაზე დავეშვით”

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “შახტართან” მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ ამ მატჩში დაცვის პასუხისმგებლობას ვერ ხედავდა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა.

“მარცხის მიზეზი უნდა გავაანალიზოთ. ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ. ერთი ტურნირიდან მეორეზე გადართვა რთულია. ზოგისთვის “ნაპოლის” დამარცხება წარმოუდგენელი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ზეციდან დედამიწაზე ჩამოვედით. ნამდვილად ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, თუმცა სხვა დასასრულს ველოდი.

მეორე სართულზე მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, დაცვის ხაზი სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა სხვა პოზიციებთან შედარებით და შედეგიც ლოგიკური გახლდათ.

მერტენსი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ სეზონში ის 50 მატჩს ვერ ჩაატარებს, ზოგჯერ აუცილებელია შესვენებაც. მისი ჩანაცვლება რთულია, თუმცა ზოგჯერ ასეც უნდა მოვიქცეთ”, - ციტირებს სარის სიტყვებს Premium Sport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116849