ფეხბურთი

12:28 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: “ლივერპულის” ფეხბურთელები სკოლის მოსწავლეებივით თამაშობენ”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მოთამაშემ როი კინმა ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულის” შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ “წითლებს” ჯგუფიდან გასვლა შეუძლიათ, თუმცა უფრო დიდი მიზნის დასახვა, არარეალური.

“ლივერპულის” ფეხბურთელები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტს ანიავებდნენ. ისინი თამაშობდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები. ყველაფრის მიუხედავად, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. მათ შეუძლიათ გავიდნენ ჯგუფიდან, თუმცა ლიგის მოგებაზე ფიქრიც ზედმეტია, რადგან პლეი ოფში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც მაგალითად “რეალია”, “წითლები” უბრალოდ სასაცილოები იქნებიან”, - თქვა როი კინმა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულმა “ლივერპულმა” გუშინ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “სევილიას” უმასპინძლა და უპირატესობის მიუხედავად, ფრეს დასჯერდა - 2:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108988