ჭადრაკი

10:47 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა მეოთხედფინალის საგზურისთვის დამატებით პარტიებში იბრძოლებს

ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო თასზე მერვედფინალის გუშინდელი შეხვედრების შემდეგ მომდევნო ეტაპის სამი მონაწილე გამოვლინდა, 5 წყვილი კი დღეს ტაი-ბრეიქში იბრძოლებს მეოთხედფინალის საგზურისთვის.

ქართული ჭადრაკის ლიდერის, ბაადურ ჯობავას დომინირებით მიმდინარეობდა მთელი პარტია უესლი სოსთან დაპირისპირებაში. თუმცა, თეთრებით მოთამაშე ქართველი დიდოსტატის უპირატესობა ძნელი სარეალიზაციო იყო. საბოლოოდ, ფრე და ჯობავა დღეს დამატებით პარტიებს ითამაშებს.

ამ დროისთვის, შემდეგი წრის მხოლოდ ერთი წყვილია ცნობილი: ივანჩუკი - არონიანი და ეს მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჭადრაკის მოყვარეულებში.

მეოთხე წრის მეორე ტურის შედეგები:

ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) 1:0 დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666) 1,5: 0,5

ბუ სიანჩჟი (ჩინეთი; 2714) ½:½ პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2756) საერთო 1:1

დინგ ლირენი (ჩინეთი; 2771) 1:0 ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) საერთო 1,5: 0,5

ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731) 0 : 1 მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695) საერთო 1:1

ანიშ გირი (ჰოლანდია;2777) ½:½ ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) საერთო 0,5:1,5

ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788) ½:½ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) საერთო 1:1

ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702) ½:½ უესლი სო (აშშ;2792) საერთო 1:1

ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) ½:½ რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675) საერთო 1:1

ამრიგად, დამატებითების გარეშე მომდევნო წრეში იასპარეზებენ:

ვასილი ივანჩუკი

ლევონ არონიანი

დინგ ლირენი

gcf.org.ge

0.118167